leaderboard_below_slide
left_sabechdi

კობა კობალაძემ TIKA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, თუბა ოზუთოკს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 4 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან, თუბა ოზუთოკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

🔴შეხვედრაზე ისაუბრეს იმ წარმატებულ პროექტებზე, რომლებიც მხარეებს შორის თანამშრომლობის დაწყების დღიდან განხორციელდა. განიხილეს „მობილური კლინიკის’’ პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს შემუშავდა და გულისხმობს, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის მაღალი გამავლობის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი რეანომობილის გადაცემას, რაც, უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის სამედიცინო სერვისების დროულად მიწოდებას.

🔴როგორც თურქმა სტუმრებმა აღნიშნეს, „მობილური კლინიკის’’ პროექტზე მუშაობა, TIKA-ს სათაო ოფისთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს და მომავალ წელს, წარმატებით დასრულდება.

🔴თუბა ოზუთოკმა განაცხადა, რომ ყველა პროექტი, რომელიც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად განახორციელა და მომავალშიც განახორციელებს, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამით, თურქულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, თანადგომა გამოხატოს იმ დამსახურებული ადამიანების მიმართ, რომლებიც თავიანთ ქვეყანას ერთგულად ემსახურნენ და დღესაც ემსახურებიან.

🔴კობა კობალაძემ გამოთქვა თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ თურქული მხარე, შეიმუშავებს ქართველი ვეტერანების რეგიონული პრინციპით გადამზადების პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციების მართვის ღონისძიებებში ვეტერანების ჩართულობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად.

🔴შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, მუჰამედ ემრე ეზბერი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია და ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი.

🔴ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი. “TIKA” თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც, უკვე, 29 წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

ასევე იხილეთ