“საქართველოს არასდროს შეურცხვენია თავი პარტნიორულ ურთიერთობაში, აშშ-თან თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება გვაქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„არ ვამბობთ, რომ შესანიშნავია ის ურთიერთობა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბდა, მაგრამ ჩვენი მყარი პოზიცია კარგად არის ჩამოყალიბებული და გამოხატული პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ისეთი ურთიერთობა გვინდა, რომელიც დამყარებული იქნება ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთინტერესების გათვალისწინებაზე, როგორც ყოველთვის იყო. საქართველოს არასდროს შეურცხვენია თავი პარტნიორულ ურთიერთობაში, რომელიც წლების განმავლობაში აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
მათ შორის, ფართო გაგებით, რეგიონში, როდესაც მხარდამხარ ვებრძოდით უსამართლობას, ტერორიზმს და საერთაშორისო დანაშაულების ბუდეს. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება და ზუსტად ასეთ თანამშრომლობას ვესწრაფვით მომავალში. არ გვინდა, რომ ეს ურთიერთობა გაფუჭდეს გარკვეული სანქციებით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.