ლევან კობიაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი ბედნიერი დღეები და ამდენი ბედნიერი ქართველი კიდევ ბევრჯერ ვნახოთ
„არ ვიცი, რა სიტყვები უნდა ვთქვა, რაც ამ ემოციას შეავსებს. არ გვეგონა, თუ ამდენი ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში და გუნდს მადლობას ეტყოდა”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება ახალ ეტაპს, როგორც იცით, სექტემბერში ახალი გათამაშება, ახალი ერთა ლიგა იწყება. ჩვენი გუნდის მიზანი არის, რომ ყოველთვის უფრო და უფრო მეტი გვინდა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი ბედნიერი დღეები და ამდენი ბედნიერი ქართველი კიდევ ბევრჯერ ვნახოთ“, – აღნიშნა კობიაშვილმა.