ოთარ კაკაბაძე: ევროპის ჩემპიონატამდე მოვაწერე ხელი სამწლიან კონტრაქტს და ჯერჯერობით ისეთი რამ, რომ გუნდი შევიცვალო, არაფერი ჩანს
„ჯერჯერობით ისეთი რამ, რომ გუნდი შევიცვალო, არაფერი ჩანს”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ „ქრონიკაში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
კითხვაზე, თუ არის სიახლე გუნდის შეცვლის მიმართულებით, ან თუ ელის, კაკაბაძემ განაცხადა, რომ ამ მხრივ ჯერჯერობით არაფერია სიახლე.
„ჯერჯერობით არაფერი ისეთი არ არის. ევროპის ჩემპიონატის წინ სამწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ჩემი მიზანი იყო, რომ მთელი კონცენტრირება მომეხდინა ჩემპიონატზე. ვარ პოლონეთში, გუნდში „კრაკოვია“, იმ ქვეყანაში, სადაც ბედნიერი ვარ და ჯერჯერობით ისეთი რამ, რომ გუნდი შევიცვალო, არაფერი ჩანს“, – აღნიშნა კაკაბაძემ.
კითხვაზე, რომელი გუნდია მისთვის საოცნებო, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ყოველთვის იყო „ბარსელონა“.
„ეს ყოველთვის იყო ესპანეთი და „ბარსელონა, – აღნიშნა კაკაბაძემ.