top_leaderboard
left_sabechdi

ოთარ კიტეიშვილი „ქართუსგან“ გამოყოფილ 30 მილიონზე: ეს არის ძალიან მაგარი და აღსანიშნი ფაქტი. ფეხბურთელები ძალიან მადლიერები ვართ

„ეს არის ძალიან მაგარი და აღსანიშნი ფაქტი. ფეხბურთელები ძალიან მადლიერები ვართ”, – ასე გამოეხმაურა ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ნაკრებისთვის ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუსგან“ გადაცემულ ჯილდოს გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ეს არის ძალიან მაგარი და აღსანიშნი ფაქტი. ფეხბურთელები ძალიან მადლიერები ვართ. მსგავსი ინიციატივა ძალიან დასაფასებელია, რადგან ეს ყველაფერი იწვევს ფეხბურთის წახალისებას, დადებთ ძვრებს, რომელიც ფეხბურთს ძალიან გამოადგება. რაც უფრო დიდი რაოდენობით იქნება იმ ადამიანების, ან ორგანიზაციების რაოდენობა, როგორი ყურადღებაც გამოიჩინა ფონდმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა, ქართულ ფეხბურთს უფრო განავითარებს. ქართულ ფეხბურთს რა ემოციის მოტანაც შეუძლია ქართველი ხალხისთვის, ვნახეთ“, – აღნიშნა კიტეიშვილმა.

ასევე იხილეთ