top_leaderboard
left_sabechdi

ბონდო მძინარაშვილი: ვისაც კი ჩემთვის იოტისოდენა სიკეთე გაუკეთებია, ყველა მახსოვს და ყველას მადლიერი ვარ! ესენი ასეთი უზნეოები სად გაიზარდნენ, მადლობის გადახდის გამო ასე რომ ილანძღებიან

ესენი ასეთი უზნეოები სად, რა ოჯახში გაიზარდნენ, მადლობის გადახდის გამო ასე რომ ილანძღებიან, ვინ გაზარდა ეს ძაღლთაპირები?!” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს:

„რა ვიცი, მე მგზავრობის დროს, თუ წინა კარიდან ჩამოვდივარ, მძღოლს მადლობას ვუხდი!

მაშინაც მადლობას ვუხდი, გაჩერებაზე თუ ბოლო წამს მივუსწარი და თითქმის დაძრული ავტობუსის კარს მიღებს!

მაღაზიაში კონსულტანტს და მოლარეს მადლობას ვუხდი! თან ფულსაც ვიხდი!

ვინმეს რამეს რომ ვკითხავ, პასუხისთვის მადლობას ვუხდი!

და კაცმა მილიონები აჩუქა და მადლობას რატომ უხდიანო!

ვისაც კი ჩემთვის იოტისოდენა სიკეთე გაუკეთებია, ყველა მახსოვს და ყველას მადლიერი ვარ!

საჯაროდ, ტელევიზიითაც მისაუბრია და სადაც კი შესაძლებლობა მაქვს, ყველგან ვლაპარაკობ, ვინ რა სიკეთის ადამიანია!

ერთი თბილი სიტყვა, ერთი მოკითხვაც კი უზარმაზარი ენერგიით მავსებს და მაბედნიერებს!

ესენი ასეთი უზნეოები სად, რა ოჯახში გაიზარდნენ, მადლობის გადახდის გამო ასე რომ ილანძღებიან, ვინ გაზარდა ეს ძაღლთაპირები?!” – წერს ბონდო მძინარაშვილი.

ასევე იხილეთ