top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, ბათუმში რექტორთა საბჭო გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა.

რექტორთა საბჭოში საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საბჭოს ფარგლებში მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე იმსჯელეს. მათ შორის, განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • 2023-2024 სასწავლო წლის შეჯამება – განხორციელებული რეფორმები და შედეგები:
  • სტიპენდიატთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება;
  • სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების დაფარვა;
  • სტუდენტთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებები;
  • 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა;
  • საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა;
  • პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მხარდაჭერა;
  • მეორე International Excellence School ბათუმში;
  • კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF);
  • უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი;
  • სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის, დისტანციური სწავლების შესახებ.
  • ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები და მონიტორინგის შედეგები;
  • სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები.

საუბარი ასევე შეეხო რექტორებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ აქტუალურ საკითხებს. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო თემებზე უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მსგავს ფორმატში შეხვედრები უმნიშვნელოვანესია, როგორც უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმების სრულყოფილად განხორციელებისთვის, ასევე, პროცესებში რექტორთა ჩართულობის გაძლიერების კუთხით. მათი თქმით, რექტორთა საბჭო სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისად, ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება აუცილებელია.

რექტორთა საბჭოში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის ინიციატივით, არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების დროულად მიღების მიზნით, რექტორთა საბჭოს ფორმატში უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი აქვს.

შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ის საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება.

ასევე იხილეთ