top_leaderboard
left_sabechdi

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ფესტივალი „ნაყინობანა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 6 და 7 ივლისს „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში ჯამბაზის წარმოდგენა, გასართობი პროგრამა, თემატური გათამაშებები, სხვადასხვა სახალისო აქტივობა და ხელნაკეთი ნაყინების მრავალფეროვნება დახვდებათ. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას  მუსიკალურად ბენდი გააფორმებს.

ფესტივალი ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში, 6 და 7 ივლისს 14:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, „ნაყინობანას“ ფესტივალი მეოთხედ გაიმართება.

ასევე იხილეთ