top_leaderboard
left_sabechdi

გია აბაშიძე: ვინ არის დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კეირ სტარმერი? ის შეიძლება იყოს დიდი რეფორმატორი ლეიბორისტი პრემიერ-მინისტრი, ან როგორც მას მტრები უწოდებენ, “წითელი კონსერვატორი”

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აზიარებს გამოცემა politico-ს სტატიას იმის შესახებ, თუ ვინ არის დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კეირ სტარმერი.

აბაშიძე წერს, რომ სტარმერი სოციალისტი იყო, რბილი ზომიერი მემარცხენე, და როდესაც ულტრამემარცხენე წინამორბედი ჯერემი კორბინი 2019 წელს დაეცა, სტარმერი გახდა ლიდერი და პარტია გაწმინდა ულტრამემარცხენე კორბინისტებისა და ანტისემიტებისგან.

მისი თქმით, სტარმერის მთავარი სლოგანი იყო “ცვლილება” (“CHANGE”) – ეროვნული განახლება კონსერვატორთა თოთხმეტწლიანი დამაკნინებელი მმართველობის შემდეგ. სტარმერი შეიძლება იყოს დიდი რეფორმატორი ლეიბორისტი პრემიერ-მინისტრი ან ის შეიძლება იყოს, როგორც მას მტრები უწოდებენ, “წითელი კონსერვატორი”.

„POLITICO: ვინ არის დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კეირ სტარმერი? ის რთულია, შეუცნობელია, წყენადია. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ძლევამოსილი ლიდერია ამ თაობაში.

სტარმერი იურისტია ადამიანის უფლებათა სფეროში. პოლიტიკაში მხოლოდ ცხრა წელია, ლეიბორისტთა ლიდერი გახდა 2020 წელს. მან პარტია ყველაზე დამარცხებული პოზიციიდან ყველაზე დომინანტურ ძალად აქცია. უფრო მეტიც, მისი წარმატება – ისევე როგორც დასავლელი მოკავშირეები ეფლირტავებიან პოპულიზმს , მყისიერად აქცევს მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ცენტრის ლიდერად.

61 წლის სტარმერს ხანგრძლივი ისტორია აქვს. მამამისი ჩუმი, თუმცა ავტორიტარული იყო, აწარმოებდა ხელსაწყოებს. დედამისი მედდა იყო, იტანჯებოდა ართრიტით. მას ეს სახელი დაარქვეს კეირ ჰარდის, ლეიბორისტული პარტიის პირველი ლიდერის საპატივცემულოდ.

სკოლაში წარჩინებული იყო. უკრავდა ფლეიტაზე და თამაშობდა ფეხბურთს. გახდა იურისტი. მისმა და-ძმებმა მას “სუპერ ბიჭი” უწოდეს.

სტარმერი სოციალისტი იყო, რბილი ზომიერი მემარცხენე, და როდესაც ულტრამემარცხენე წინამორბედი ჯერემი კორბინი 2019 წელს დაეცა, სტარმერი გახდა ლიდერი და პარტია გაწმინდა ულტრამემარცხენე კორბინისტებისა და ანტისემიტებისგან (სტარმერს ჰყავს ნახევრად ებრაელი მეუღლე).

სტარმერის კამპანია ორიენტირებული იყო არაძირითადი ოლქების მერყევ ამომრჩევლებზე, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ პოლიტიკოსებს. ყველგან მისი სტრატეგები მთავარ ყურადღებას ამახვილებდნენ ელექტორატისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე – გაძვირებული ცხოვრება, ჩავარდნილი ჯანდაცვის ეროვნული სამსახური, გაზრდილი იმიგრაცია, ტრივიალური პარლამენტი.

სტარმერის მთავარი სლოგანი იყო “ცვლილება” (“CHANGE”) – ეროვნული განახლება კონსერვატორთა თოთხმეტწლიანი დამაკნინებელი მმართველობის შემდეგ.

ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი სოციოლოგი, პროფესორი ჯონ კურტისი ამბობს, რომ ახალი პრემიერის წინაშე საშინელი მემკვიდრეობაა – მოსახლეობის საკრედიტო ლიმიტი ამოწურულია, რეკორდულად მაღალი გადასახადები, უუნარო სახელმწიფო სერვისები, ხელმიუწვდომელი ფისკალური რესურსები, შენელებული ეკონომიკა.

სტარმერი შეიძლება იყოს დიდი რეფორმატორი ლეიბორისტი პრემიერ-მინისტრი, ან ის შეიძლება იყოს, როგორც მას მტრები უწოდებენ, “წითელი კონსერვატორი” ბიუჯეტის მაღალი ხარჯვით ნაწილში ან უბრალოდ თამაშობს კიდეებზე. ან ის შეიძლება სწრაფად დაემხოს დაავადებული ეკონომიკის გამო: მას არ ჰყავს ფრაქცია ლეიბორისტებში და თუ დამარცხდება, მას არ ჰყავს მეგობრები“, – წერს გია აბაშიძე.

ასევე იხილეთ