left_sabechdi

რას გულისხმობს დუპლექს სკანირება?

დუპლექს სკანირება კვლევის ორმაგ მეთოდს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ხდება სისხლძარღვების როგორც ექოსკოპიური, ისე ულტრაბგერითი კვლევა დოპლერის ეფექტით.

რა შემთხვევებში ინიშნება სისხლძარღვების დუპლექს სკანირება?

სისხლძარღვების დუპლექს სკანირება ინიშნება ექიმი-სპეციალისტის მიერ და გამოიყენება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირებისათვის:

✅ საძილე არტერიების ოკლუზიური დაავადებები (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა);

✅ ზემო კიდურების დაავადებები – რეინოს დაავადება, ვენების თრომბოზი, გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომი;

✅ აორტისა და თეძოს სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადება;

✅ ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება;

✅ მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი;

✅ აორტის ანევრიზმა;

✅ ქვემო კიდურების დაავადებები – მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, არტერიების ანევრიზმა, ღრმა ვენების თრომბოზი;

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

თუკი გამოხატულია: ქვემო კიდურების შეშუპება (დიფერენცირება მოხდეს შეშუპება მედიკამენტოზურია, თუ სხვა დაავადებით არის გამოწვეული). სიმძიმის შეგრძნება, დაბუჟება, ქავილი, ღამის კრამპი, დისკომფორტი,მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ვარიკოზული გაგანიერება, ფეხების დაბუჟება, სიცივის შეგრძნება, ხანგამოშვებითი კოჭლობა, ტკივილი ქვემო კიდურებში.

სპეციალისტთან ვიზიტის დასაგეგმად ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით – 032 240 23 22

📍 ჩვენი მისამართია: თბილისი, ნინო ჯავახიშვილის ქ.№ 1

ასევე იხილეთ