top_leaderboard
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: აბა, ამათ არჩევნები რანაირად უნდა მოიგონ, როცა „პახმელიაზე” მყოფ მარგველაშვილის იმედზე არიან?!” – წერს გელა ზედელაშვილი.

„ისე, ამ ჭუტაანებსაც მაგრად აქანავებთ გამჩენი – საიდან გაახსენდათ ახლა ეს დუშელი ყაზილარი კარტოფილის ამოღების პერიოდში? არ იციან, ეხლა რი სეზონია? თუმცა, საიდან უნდა იცოდნენ?!” – ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„კარგი, რააააა, კარგი, ამდენი სიცილიც არ შეიძლება, თქვენ გგონიათ, ჩვენ სხვა საქმეები არ გვაქვს და მარტო უნდა ვიცინოთ?!

ესე იგი, დილიდან ვფიქრობდი, ეს დღე სერიოზული გამომეტყველებით უნდა გავატარო-მეთქი, დაახლოებით თორმეტ-პირველ საათამდე ეგრეც ვიყავი, მაგრამ ამ ჭუტაანებმა რო დაიწყეს თავიანთებური პოლიტიკური ინფორმაციების მოწოდება, იმის მერე მუცელი ხელით მიჭირავს.

ჭუტაანთ აწყვეტილი კორესპონდენტი (მნიშვნელობა არ აქვს, რომელია, მანდ ყველა აწყვეტილია) იძახის, ეხლაო, ამ არჩევნების პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიო, მისი პოზიცია გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაშიო.

ჰა, ჰა, ჰა!

ზუსტად ეგრე ილაპარაკა, მნიშვნელოვანია, რა პოზიციაზე დადგება მარგველაშვილიო.
აბა, გამამტყუნეთ, რათ იცინიო… განა თქვენ არ ხარხარებთ ამ წუთას?!

და მართლაც… ნეტავ, რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ამ საარჩევნო პერიოდში?

მეც მაინტერესებს, ნეტავ „კარბიდის” არაყს გადაჰყლურწამს, თუ პირდაპირ ჭაჭას მიადგება? ეგებ ვისკი ან კონიაკი გამოუგზავნეს კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა? არა მგონია, მაგათ რამე გამოეგზავნოთ, ბოლო დროს აშკარად ჩანს, აღარ წყალობენ.

ვითომ რატომ აღარ წყალობენ?

რავი, ვიღაცებს შემოუთვლიათ, სუ ყლურწამს, ყლურწამს და ყლურწამს, სანდო აღარ არიო.

ისე, ამ ჭუტაანებსაც მაგრად აქანავებთ გამჩენი – საიდან გაახსენდათ ახლა ეს დუშელი ყაზილარი კარტოფილის ამოღების პერიოდში? არ იციან, ეხლა რი სეზონია? თუმცა, საიდან უნდა იცოდნენ?!
🤓
არა, ეგ მაინც მაგარი იყო – მარგველაშვილის პოზიცია მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნებაო.

აბა, ამათ არჩევნები რანაირად უნდა მოიგონ, როცა „პახმელიაზე” მყოფ მარგველაშვილის იმედზე არიან?!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ