top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: უმადურობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ქველმოქმედება და მეცენატობა, არ არის მისასალმებელი

“უმადურობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ქველმოქმედება და მეცენატობა, რა საკვირველია, არ არის მისასალმებელი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

არ არის ბიძინა ივანიშვილზე მხოლოდ ლაპარაკი. ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც ნაბიჯს გადადგამს, მეცენატობას გამოიჩენს, რასაც სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, საზოგადოებაში არ არის ეს თემა პოპულარული, მადლიერების გრძნობა უნდა ჰქონდეს ყველას”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

 

ასევე იხილეთ