top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ფეხბურთელები ბულინგის მსხვერპლი გახდნენ, რა პრობლემაა იმაში, რომ ადამიანები მადლობას იხდიან

“საერთოდ არ გვაინტერესებს, რომელ ფეხბურთელს რა პოლიტიკური პოზიცია აქვს. ფეხბურთელები ახლა ბულინგის მსხვერპლი გახდნენ, რა პრობლემაა იმაში, რომ ადამიანები მადლობას იხდიან”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი კარგად დაორგანიზებულია. ისევე, როგორც დაორგანიზებულია ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ვინმეს სიტყვით გამოსვლისას უნდა უსტვინონ, რათა შემდეგ „ფორმულა“ გამოვიდეს და მკითხოს, თურმე პრემიერს ვიღაც უარყოფითად შეხვდა. გეგონებათ, მსოფლიოში ეს არ ხდება. ახლა ფეხბურთელები ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. საერთოდ არ გვაინტერესებს, რომელ ფეხბურთელს რა პოლიტიკური პოზიცია აქვს. რა პრობლემაა იმაში, რომ ადამიანები მადლობას იხდიან? მადლობა და უმადურობა გარჩევის საგნად იქცა.

ლიდერებმა გადაწყვიტეს, ამაში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან ზუსტად იციან, რომ უმადურობა ცუდი ნიშანია და მობილიზებას უკეთებენ თავის პაიკებს, რათა ბულინგი განავითარონ. ეს არის უზნეობა. პატარა ბიჭებმა საქართველოს სახელი გაიტანეს მსოფლიო ასპარეზზე, მათი წახალისება მეცენატობაა და სხვა არაფერი. ბიძინა ივანიშვილს სხვა მეცენატობა თუ არ ექნებოდა, კიდევ ეჭვს შევიტანდით, მაგრამ უამრავია გაკეთებული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ