top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: არიან კონკრეტული ადამიანები, რომელთაც საქართველოს წარმატება არ უხარიათ

“მთელ ქვეყანას ეროვნული ნაკრების წარმატება რომ უხაროდა, იძულებული იყვნენ, რამენაირად კბილების ხრჭიალით ამისთვის მხარი აებათ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის ნაწილის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, არიან კონკრეტული ადამიანები, რომელთაც საქართველოს წარმატება არ უხარიათ.

„კონკრეტული ადამიანები არიან, რომელთაც საქართველოს წარმატება არ უხარიათ. მთელ ქვეყანას ეროვნული ნაკრების წარმატება რომ უხაროდა, იძულებული იყვნენ, რამენაირად კბილების ხრჭიალით ამისთვის მხარი აებათ. მათი გაგებით, როგორც კი საბაბი მიეცათ, რომ ფეხბურთელებს თავს დასხმოდნენ, ეს განახორციელეს. მათი მიზანია, ნებისმიერი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება და ამისთვის ნებისმიერ მეთოდს გამოიყენებენ. მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთელი იქნება თუ ვინმე, ნებისმიერს გადათელავენ, თუ მათ ინტერესებს არ შეესაბამება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ