გურამ მაჭარაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ამერიკულმა მხარემ ისეთი წინადადება დააყენა, კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამაც” არ დაუჭირა მხარი
“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ამერიკულმა მხარემ ისეთი წინადადება დააყენა, რომ მას მხარი კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამაც” კი არ დაუჭირა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ვართ და ვიყავით მართლები, როცა ვამბობთ, რომ უცხოური ძალები საქართველოს ებრძვიან. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს – ხალხმა იცის, 26 ოქტომბერს ვის უნდა დაუჭიროს მხარი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.