leaderboard_below_slide
left_sabechdi

CNN: ბაიდენის გაურკვეველი მომავალი NATO-ს სამიტს დაჩრდილავს

როდესაც ათობით მსოფლიო ლიდერი შეიკრიბება ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე მომავალ კვირას, ისინი არა მხოლოდ ხაზს გაუსვამენ ალიანსის ერთიანობას, არამედ ყურადღებით დააკვირდებიან აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, – წერს CNN სტატიაში სათაურით ბაიდენის გაურკვეველი მომავალი NATO-ს სამიტს დაჩრდილავს.

CNN აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო დებატებზე ბაიდენის გამოსვლამ შოკი და შეშფოთება გამოიწვია მთელ მსოფლიოში დიპლომატებს შორის.

„ახლა პრეზიდენტი დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა კარგად გამოჩნდეს მაღალი რანგის შეკრებაზე და აჩვენოს, რომ ის კვლავ სიცოცხლისუნარიანი კონკურენტია დონალდ ტრამპისთვის. შეშფოთება იზრდება, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ ტრამპი საფრთხეს უქმნის NATO-ს მომავალს“, – აღნიშნავსCNN.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბაიდენისა და მისი პოლიტიკური მომავლის შესახებ კითხვები დამატებით გაურკვევლობას მატებს სამიტს.

ასევე იხილეთ