left_sabechdi

სოფელ თეზის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზის საბავშვო ბაღში სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

თანამედროვე სტანდარტებით განახლებული საბავშვო ბაღი ასევე სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვალისწინებული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები.

პატარები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გაუმჯობესებულ გარემოში მიიღებენ.

 

ასევე იხილეთ