leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს ვაჩვენებდით, რომ რუსეთი იარაღის ჟღარუნის გარდა მათ უკვე ათწლეულებია, არაფერს სთავაზობს

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ახლა გაკეთებული ჩანაწერი და ის სასამართლო საქმეები, რომელიც ჩვენ მოვიგეთ საქართველოს სახელით, სადაც საერთაშორისო სასამართლოს მიერ პირველად ითქვა, რომ ადგილი ჰქონდა ოკუპაციას, ადამიანების დევნას, იყო ადამიანის უფლებების დარღვევები, საუბარი იყო არაპროპორციული სამხედრო ძალის გამოყენებაზე და სხვა დანაშაულებზე – ეს სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო სასამართლოებისთვის მასალები საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, იურისტებმა და მთავრობამ შეკრიბა. შედეგად, სასამართლოების მიერ მაშინ მიღებული გადაწყვეტილებები დღეიდან პოლიტიკურ ენაში აისახება და იგი ეს ყოველივე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაწილია.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენ წარმოგვიდგენია საერთაშორისო სამართლის მექანიზმებით, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო მხარდაჭრით და რაც მთავარია, საქართველოს განვითარებით. დრეს აფხაზეთში თუ ბევრად მეტ ადამიანს უნდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და თავადაც ისარგებლოს იმ ყველაფრით, რასაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკა გვქონდა და ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს ვაჩვენებდით, რომ რუსეთი იარაღის ჟღარუნის გარდა მათ უკვე ათწლეულებია, არაფერს სთავაზობს და იქ დღეს უფრო მეტი ადამიანი კრიტიკულად უყურებს რუსეთთან თანაცხოვრებას. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობის გზითა და საერთაშორისო სამართლის მექანიზმებით და ეს პროცესი არის ამის ნაწილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძისა და მთავრობის გუნდის წვლილი ძალიან დიდია.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის იმ რეზოლუციაში, რომელიც დეპუტატებმა სტრასბურგში მიიღეს.

ევროპარლამენტარების ტონი მკაცრია რუსეთის ფედერაციის მიმართ და მოსკოვს შეუსრულებელ ვალდებულებებს ახსნებს. ორგანიზაცია რუსეთს ოკუპაციის დასრულებისკენ და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

ასევე იხილეთ