“მარკ რუტე ნატოს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება”, – ამის შესახებ ნატოს მიმდინარე გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოცემა DPA-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“მარკ რუტე ნატოს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება. უკვე ბევრი წელია ვიცნობ მას. მთელი ამ წლების განმავლობაში ის კონსენსუსის მიღწევისადმი თავის შესაძლებლობას აჩვენებდა, რომელსაც ის ნატოში მოიტანს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მოქმედი გენერალური მდივნის თქმით, ის არ ელოდა, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა ათ წელს გაგრძელდებოდა.
“მაგრამ ახლა წასვლის დრო მოვიდა, და ამიტომ ეს კარგია ნატოსთვის და კარგია ჩემთვის,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ოფიციალურად 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს გახდება, როდესაც სტოლტენბერგის მანდატი ამოიწურება.