left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ახალ საზღვაო სტრატეგიაზე მუშაობს

უკრაინა ახალ საზღვაო სტრატეგიაზე მუშაობს, რომელსაც მალე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო დაამტკიცებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.

„ჩვენ ვმუშაობთ ახალ სტრატეგიაზე ჩვენი სახელმწიფოსთვის ზღვაზე – უკრაინის საზღვაო სტრატეგიაზე. მალე ეს სტრატეგია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში დამტკიცდება, ამჟამად კი მისი პუნქტების დასრულება მიმდინარეობს.

ნათლად გვესმის, რომ ომმა ჩვენს მთელ შავი ზღვის რეგიონში ძალთა ბალანსი შეცვალა და რუსული ფლოტი ამ აკვატორიაში აღარასოდეს გაბატონდება“, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფო მეთაურმა.

 

ასევე იხილეთ