left_sabechdi

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის თურქეთში მიწვევას გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტის,  რეჯეფ თაიფ ერდოღანის, განცხადებით, ის გეგმავს, თურქეთში მიიწვიოს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიიდან დაბრუნებისას ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გავუგზავნით მოწვევას პრეზიდენტ ასადს, რათა თურქეთისა და სირიის ურთიერთობები დაუბრუნდეს იმ წერტილს, რაც წარსულში იყო. ჩვენი მოწვევა ნებისმიერ დროს შეიძლება, გავაჟღეროთ. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აქვს საკუთარი პოზიცია ასადთან თურქეთში შეხვედრის შესახებ, ასევე, საკუთარი პოზიცია აქვს ერაყის პრემიერ-მინისტრს.

ჩვენ მუდამ ვსაუბრობთ შუამავლობაზე, ხომ არ გაგვემართა მოლაპარაკებები ჩვენს მეზობელთან? ახლა ისეთ წერტილს მივაღწიეთ, რომ ბაშარ ასადი თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ, როცა ნაბიჯს გადადგამს, ჩვენ ანალოგიურ მიდგომას გამოვიჩენთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

ასევე იხილეთ