left_sabechdi

მენეჯერი ლაშა ოდილაძე: ქოჩორაშვილით ინგლისის პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა

საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველით, გიორგი ქოჩორაშვილით ინგლისის პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა, – ამის შესახებ ცნობილმა მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართველი მენეჯერებისთვის სატრანსფერო ბაზარი უფრო საინტერესო გახდა. გამოჩნდა, რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელები გვყავს.

კონკრეტული მაგალითი გიორგი ქოჩორაშვილია, რომლითაც ინგლისის პრემიერლიგის კლუბია დაინტერესებული. მე, როგორც საფეხბურთი მენეჯერი, გიორგისთან არ ვთანამშრომლობ, მაგრამ ევრო 2024-ის დროს ამ ინგლისური კლუბის სკაუტი ჩემთან მოვიდა და ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გამოხატა. ამის შესახებ საქმის კურსში ფეხბურთელის გარემოცვა ჩავაყენე და სკაუტები ქოჩორაშვილს მენეჯერთან დავაკავშირეთ.

შედგება თუ არა ეს ტრანსფერი და შეთანხმდებიან თუ არა ინგლისელები „ლევანტესთან“, ამას მალე ვნახავთ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – გიორგიმ უდიდესი შრომის ხარჯზე დიდი ნაბიჯი გადადგა და მისი წინსვლა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მაგალითად გამოდგება“, – განაცხადა ლაშა ოდილაძემ.

ასევე იხილეთ