left_sabechdi

ლუკა ლოჩოშვილი: ფინანსური ბონუსი, რაც საქართველოს ნაკრებს გაგვიკეთეს, ჩემთვის მოტივაციაა

ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი თანხის მნიშვნელობაზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა „იმედის კვირასთან“ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც შენს ქვეყანაში გაფასებენ – ღირსების ორდენი იყო, იყო ფინანსური ბონუსი, რაც საქართველოს ნაკრებს გაგვიკეთეს – მოტივაცია არის, წახალისება არის. გურამი ჩვენი კაპიტანია და ყველა ფეხბურთელის სახელით მადლობა გამოხატა. რა თქმა უნდა, გუნდში ყველა მადლობელია. ჩემთვის ყველაფერი მოტივაციაა, როდესაც ვიღაც რაღაცას გიფასებს, შენი საქმე რომ ფასდება. ვფიქრობ, ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი, რაც მოხდა – ის ისტორია, რაც სტადიონზე დავწერეთ და უნდა განვვითარდეთ ყველა ერთად. უფრო ბედნიერი უნდა იყოს ის თაობა, რომელიც თამაშს ახლა იწყებს“, – განაცხადა ლუკა ლოჩოშვილმა.

ასევე იხილეთ