left_sabechdi

ირაკლი ბათიაშვილი: საჩუქარზე მადლობის გადახდის გამო საყვედური მხოლოდ ავადმყოფური ფსიქიკის მქონე ადამიანის რეაქციაა

საჩუქარზე მადლობის გადახდის გამო საყვედური მხოლოდ ავადმყოფური ფსიქიკის მქონე ადამიანის რეაქციაა, – ამის შესახებ პროფესორმა, ფილოსოფოსმა, ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მნიშვნელობა არ აქვს ამას პოლიტიკოსი აკეთებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, თუ უბრალოდ მოქალაქე, რომელიც საყვედურობს, რატომ გადაუხადეს მადლობა, ეს არის ავადმყოფური ფსიქიკის მქონე ადამიანის რეაქცია.

ამ შემთხვევაში ეს ადამიანები თვითონ იგდებენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში თავს საზოგადოების წინაშე, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლების წინაშეც. ეს არის სრული გაუგებრობა”, – აღნიშნა ბათიაშვილმა.

ასევე იხილეთ