left_sabechdi

გიორგი გამსახურდია „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათ უნდათ სახელისუფლებო სადავეები – არჩევნების შემდეგ რომ მივცეთ ჩვენ რაღაც პორტფელები, თანამდებობები, უფლებამოსილებები და საპასუხისმგებლო მიმართულებები, უარს იტყვიან

„არჩევნების შემდეგ მათ რომ მივცეთ ჩვენ რაღაც პორტფელები, თანამდებობები, უფლებამოსილებები და საპასუხისმგებლო მიმართულებები, უარს იტყვიან”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„ასეთი განწყობა აქვთ – მათ უნდათ სრული სახელისუფლებო სადავეები ხელში! არჩევნების შემდეგ მათ რომ მივცეთ ჩვენ რაღაც პორტფელები, თანამდებობები, უფლებამოსილებები და საპასუხისმგებლო მიმართულებები, უარს იტყვიან. მათ გიჟის, მანიაკის სული აქვთ ყველას ჩადგმული, უნდათ, რომ იყვნენ უმრავლესობაში, უნდათ, ჰქონდეთ რეპრესიული მანქანა და ყველაფერი, რაც მათ ავადმყოფურ თავებში მოიხარშება, ის ყველაფერი უნდა მოახვიონ საზოგადოებას. ეს შედეგი უნდათ“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

ასევე იხილეთ