“პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ,” – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე ახალგაზრდებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრნენ.
„მათ სტუდენტებს საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა. ამასთან, 2022 წლის 1 ნოემბრიდან სტაჟირება სამუშაო გამოცდილებად ითვლება.
საუბარი ასევე შეეხო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.