left_sabechdi

ავთანდილ თალაკვაძე: განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის და ოზურგეთის მომავლისთვის დიდი იმედი და სიძლიერეა!

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე აბიტურიენტებს მიმართა და წარმატებები უსურვა.

მერის თქმით, ოზურგეთის მერია წელსაც წაახალისებს წარმატებულ ახალგაზრდებს და ეროვნულ გამოცდებში 100%-ანი გრანტის მფლობელებს 3000 ლარი, ხოლო 70%-ანი გრანტის მფლობელებს 1000 ლარი გადაეცემათ.

„მინდა, ყველა აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო, ცხოვრების ამ მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო და საინტერესო ეტაპზე! განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის და ოზურგეთის მომავლისთვის დიდი იმედი და სიძლიერეა! ძვირფასო ახალგაზრდებო, ვუერთდები თქვენს ოჯახებს, პედაგოგებს, მეგობრებს, რომლებიც გგულშემატკივრობენ და კიდევ ერთხელ გისურვებთ წინსვლას და წარმატებას მომავლის გზაზე! ოზურგეთის მერია კი წელსაც წაახალისებს წარმატებულ ახალგაზრდებს და ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტის მფლობელებს 3000 ლარს გადავცემთ, ხოლო 70%-ანი გრანტის მფლობელებს 1000 ლარი გადაეცემათ,“ – აღნიშნა თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ