top_leaderboard
left_sabechdi

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გრძელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა და ისაუბრა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის შესახებ.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გრძელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებიც, რომლის ფარგლებშიც: სტიქიის შედეგად დაზიანებული 10 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციას ვაკეთებთ (ეს ბინები მდებარეობს რუსთაველის N6, უნივერსიტეტის N2, აღმაშენებლის N2, მეცნიერების ქუჩა #21, ჯორჯიაშვილის #1, #12, #14  და ნიკოლაძის N52, N54, N50). შესაბამისი ტენდერი მალე გამოცხადდება, რისთვისაც ჯამში, 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ასევე, ტენდერი უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს დაბა ნასაკირალში, ე.წ. ჩაის ფაბრიკისა და ცენტრში მდებარე 2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოები,“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ