leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია აბაშიძე: საინტერესოა, მრავალპარტიაგამოვლილი არმაზ ახვლედიანისა და ნეოტროცკისტი ანტიმართლმადიდებლის, თამარ კორძაიას თანაგუნდელობა როგორ წარიმართება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის ახალ წევრებზე წერს, რომელთა შორის არიან არმაზ ახვლედიანი და თამარ კორძაია.

როგორც აბაშიძე წერს, საინტერესოა, დეკლარირებულად ეკლესიური, მრავალპარტიაგამოვლილი არმაზ ახვლედიანისა და ნეოტროცკისტი ანტიმართლმადიდებლის, თამარ კორძაიას თანაგუნდელობა როგორ წარიმართება.

„როცა ჩამოძონძილი „ნაცმოძრაობის“ ნაყარ-ნუყარ პერსონაჟებზეა საუბარი, აუცილებლად ეს ფოტოკოლაჟიც უნდა გვქონდეს მხედველობაში. ავაზაკი კეზერაშვილის ჯიბის პარტიის სლოგანია – მეტი ფუტლარი ჩვენს მოწინავე რიგებში. ისე, მაგალითად, საინტერესოა, დეკლარირებულად ეკლესიური, მრავალპარტიაგამოვლილი არმაზ ახვლედიანისა და ნეოტროცკისტი ანტიმართლმადიდებლის, თამარ კორძაიას თანაგუნდელობა როგორ წარიმართება“ – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ