leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ჩვენი გზა არის ღირსეული. ევროპის გზა 2017 წელს კონსტიტუციაში ჩვენ ჩავწერეთ, ეს არავის დაუძალებია

„არ სჭირდება ქართველ ადამიანს ტყუილის თქმა იმისთვის, რომ ევროპა და ევროპელობა მოეწონოს, რადგან ძირძველი ევროპელები ვართ და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა შეთანხმებულია, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში”, – ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ AIESEC-ის კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. ჟურნალისტის თქმით, კვლევის თანახმად, საქართველოსთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებში თვიური პენსია 13-ჯერ უფრო მაღალია.

მისი თქმით, ევროპული გზა ურყევია და საქართველოს ეკონომიკა უახლოვდება ევროპულ მინიმალურ სტანდარტს.

„ჩვენი გზა არის ღირსეული. ევროპის გზა 2017 წელს კონსტიტუციაში ჩვენ ჩავწერეთ, ეს არავის დაუძალებია. ყოველ ჯერზე სიმართლის თქმას აფასებენ ვიღაცაზე თავდასხმად. არ სჭირდება ქართველ ადამიანს ტყუილის თქმა იმისთვის, რომ ევროპა და ევროპელობა მოეწონოს, რადგან ძირძველი ევროპელები ვართ და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა შეთანხმებულია, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში. ევროპასთან დაკავშირებით ტყუილების თქმა უფრო ნეგატიურად მოქმედებს. ძალიან კარგია ის, რომ საქართველოს ეკონომიკა უახლოვდება ევროპულ მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ეს იმის ხარჯზე თუ არის, რომ სამწუხაროდ ევროპის ეკონომიკა დიდი ხანია წინ არ წაწეულა, ეს ადამიანებს უნდა ვუთხრათ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია და დასავლურ სამყაროს და ევროპას ზურგი უნდა ვაქციოთ, პირიქით – ჩვენი ჩვენი სიმართლე უნდა ვთქვათ, ქვეყნის ეკონომიკაც უნდა განვითარდეს და ევროპული გზაც ურყევი უნდა იყოს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ