leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელის ცვლილებაზე: ზოგადად სიტყვა ერთობა კარგი სიტყვაა, მაგრამ შემოიტანეს სარწმუნოების ნაცვლად, აქ კორელაცია ბუნებრივი და გაშიფრვადია და ამ ერთობაში, კარგი სიტყვის უკან რაღაცების შეფუთვას ცდილობენ

„ისინი ცდილობენ ახლა, რომ ნახონ რაღაცა კონფიგურაცია ოთხი, სამი ან ორი გაერთიანების პირობებში, როდესაც ისინი „ქართულ ოცნებას“ აჯობებენ. ყველანაირი კვლევა ჩაატარეს, რა თქმა უნდა გვაქვს ინფორმაცია და ლოგიკაც ამაში მდგომარეობს, ვერცერთი კონფიგურაციით ისინი „ქართულ ოცნებას“ ვერ ამარცხებენ და ამიტომ წვალობენ, გადადიან გადმოდიან ერთმანეთში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ სიტყვა ერთობა შემოიტანა სარწმუნოების ნაცვლად და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ სიტყვის უკან რაღაცების შეფუთვას ცდილობს.

„ახლა სხვა ძალები გადაისროლეს პარტიზანულად თვითონ „ნაცმოძრაობაში“, რომელსაც სახელს გადაარქმევენ ახლა და დაარქმევენ „ერთობას“ – ზოგადად სიტყვა ერთობა კარგი სიტყვაა, მაგრამ შემოიტანეს სარწმუნოების ნაცვლად, აქ კორელაცია ბუნებრივი და გაშიფრვადია და ამ ერთობაში, კარგი სიტყვის უკან რაღაცეების შეფუთვას ცდილობენ. თუმცა არ შველით არაფერი, „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე, ამაში ისინი თავიანთი კვლევებითაც რწმუნდებიან, მაგრამ როგორც ჩვენთან იციან თქმა, „იხტიბარს არ იტეხენ“ და ცდილობენ რაღაცა კონფიგურაციის დალაგებას, სადაც ოდნავ მეტი თეორიული შანსი მაინც ექნებათ, თუმცა უშედეგოდ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ