იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე: იმისთვის, რომ მიშაზე სუფთა სინდისით ეღალატათ, გააკეთეს სიაფანდი კვლევა და დაწერეს, რომ თურმე ჩვენ გარდა ყველა ლახავს ბარიერს, მერე თავიანთი სიაფანდობა დაიჯერეს და ასე სულელურად თავდაჯერებულები ეკაჩავებიან ერთმანეთს სიაში ადგილებზე
„იმისთვის, რომ მიშაზე სუფთა სინდისით ეღალატათ, გააკეთეს სიაფანდი კვლევა და სიაფანდი რეიტინგები”, – ამის შესახებ „გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ოპოზიციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თავიანთი სიაფანდობა ოპოზიციამ თავადვე დაიჯერა.
„იმისთვის, რომ მიშაზე სუფთა სინდისით ეღალატათ, გააკეთეს სიაფანდი კვლევა და სიაფანდი რეიტინგები. დაწერეს, რომ თურმე ჩვენ გარდა ყველა ლახავს ბარიერს (თუ ეს გჯერა, რატო იღწვი ასე მონდომებით გაერთიანებისკენ).
მერე, როგორც ჭეშმარიტ სულელებს შეეფერება, თავიანთი სიაფანდობა თავად დაიჯერეს და ასე სულელურად თავდაჯერებულები ეკაჩავებიან ერთმანეთს სიაში ადგილებზე”, – წერს იაგო ხვიჩია.