leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან გოგიჩაიშვილი სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევაზე: მანიპულაცია და აბსოლუტური ტყუილია, ვერ ვხვდები, იაგო კაჭკაჭიშვილი ამ პროცესში რატომ წავიდა, მგონია, რომ მან თავისი რეპუტაცია დაიმთავრა

„რაც შეეხება ამ კვლევას, ეს არის კლასიკური ტყუილი. შინაარსობრივად ეს ხალხი არ შეცვლილა, ყოფილი „ნაცები” ისევ ისეთები არიან შინაარსობრივად, უბრალოდ, ძალაუფლება არ აქვთ. ყველაფერს აღადგენენ, ისევ იქითკენ არიან, იმ სტილში მუშაობენ, ისევ მანიპულაციები და ტყუილები. ვინ ჩაატარა ეს კვლევა? იაგო კაჭკაჭიშვილმა თავისი ფინანსური რესურსით ჩაატარა? ვინ არის დამკვეთი კვლევის? არავინ არაფერი არ იცის, – ასე გამოეხმაურა პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს “ტვ პირველის” ეთერში.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, „სოროსის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული აღნიშნული კვლევის დაგეგმვის პროცესში პოლიტიკური პარტიები სრულად იყვნენ ჩართული და შესაბამისად, კვლევის შედეგებიც ტყუილია. მისივე თქმით, სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა, ამ მანიპულაციურ პროცესში ჩართვით, თავისი რეპუტაცია დაიმთავრა.

სადღაც შეიკრიბნენ ოთახში და თქვენც რომ იცოდეთ, ხალმაც და საზოგადოებამ რომ იცოდეს, ამ პროცესში თავიდან ბოლომდე იყვნენ ეს პოლიტიკური პარტიები ჩართულები, ჩვენ გარდა ყველანი – ჩვენ არ მიგვიღია ამაში მონაწილეობა. კითხვარიც, ჯგუფების განსაზღვრაც, სად უნდა მისულიყვნენ – ყველაფერი დალაგდა პოლიტიკური პარტიების ინტერესების ქვეშ, დანარჩენი საზოგადოებამ გადაწყვიტოს. ამის დაფინანსება თავიდან ბოლომდე სოროსის ფონდს” აქვს აღებული, არის ზუსტად ის სქემები, რაც მთელი ცხოვრება ასე იყო, სხვა რამე კი არ იყო. რა თქმა უნდა, არ ვენდობით კვლევას, სასაცილოა და დამიჯერეთ, ეს არის მანიპულაცია და აბსოლუტური ტყუილი.

ეს არის თავიდან ბოლომდე რაღაც პოლიტიკური ველი, ვიღაცამ რაღაცა დაგეგმა, რაღაც ციფრები დაწერა, აბსოლუტურად ამოვარდნილია რეალობიდან, ლოგიკიდან და თავის დროზე გახსოვთ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ასეთ კვლევებზე ბოლოს შერჩათ ადამიანებს ზედმეტსახელი, დაახლოებით ტოჩნი იაგოს” მომენტი არის. მე საერთოდ ვერ ვხვდები, იაგო კაჭკაჭიშვილი ამ პროცესში რატომ წავიდა, არც მალავს, დადის და ისტერიულად თავის თავს იმას შვება. მე მგონია, რომ იაგო კაჭკაჭიშვილმა თავისი რეპუტაცია დაიმთავრა და მაგას ჩვენ ყველანი ვნახავთ”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ასევე იხილეთ