ზაალ ანჯაფარიძე: მიიწურა 8 ივლისი და რასაც ვხედავთ, არის მხოლოდ ნაცმოძრაობის “შაბაში” და მისი ე.წ. “ახალი სახეები” რომლებიც ნაცებისგან აქამდე მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ ენმ-ს მანდატი არ ედოთ ჯიბეში
„ასე ასრულებს ბრიუსელის “ერთიანობის” დეკლარაციას, ვითომ დასავლური ოპოზიცია? სირცხვილი თქვენ!” – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობას, სადაც პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნდა.
ანალიტიკოსის თქმით, რასაც ვხედავთ, არის მხოლოდ ნაცმოძრაობის “შაბაში” და მისი ე.წ. “ახალი სახეები” რომლებიც ნაცებისგან აქამდე მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ ენმ-ს მანდატი არ ედოთ ჯიბეში.
მისივე თქმით, ერთი მხრივ გასართობი, მეორე მხრივ კი მაინც მძიმე საყურებელია ზოგიერთის დეგრადაციას რომ უყურებ.
“ასე ასრულებს ბრიუსელის “ერთიანობის” დეკლარაციას, ვითომ დასავლური ოპოზიცია? სირცხვილი თქვენ!
მიიწურა 8 ივლისი და რასაც ვხედავთ, არის მხოლოდ ნაცმოძრაობის “შაბაში” და მისი ე.წ. “ახალი სახეები” რომლებიც ნაცებისგან აქამდე მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ ენმ-ს მანდატი არ ედოთ ჯიბეში.
დანარჩენები რას შვებით? უკვე დაარღვიეთ ბრიუსელის “დედლაინი,” დაარღვიეთ თავდაუსხმელობის პირობა და აწი ვინღა გენდობათ ან აქ ან ევროპაში?
ისე, სოფო ჯაფარიძე რა სინდისით გაიყვანეს “ახალ სახეებში,” ქალი დაწყდა რეგიონებში სირბილით, მიშას გათავისუფლებაზე ხელმოწერების შესაგროვებლად და სიის პირველ ნომრადაც უპირებდნენ ჩასმას… ეხლა კი…
მოკლედ, ერთი მხრივ გასართობი, მეორე მხრივ კი მაინც მძიმე საყურებელია, ზოგიერთის დეგრადაციას და პოლიტიკურ სტრიპტიზს რომ უყურებ”- წერს ზაალ ანჯაფარიძე.