მამუკა მდინარაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს
საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდას აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ და ამისთვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოვიყენოთ, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში“, – აღნიშნა მდინარაძემ.