left_sabechdi

ვლადიმერ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის უმასპინძლა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მის რეზიდენტიაცში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის უმასპინძლა. მხარეებმა არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს.

„ჩვენი ოფიციალური მოლაპარაკებები ხვალ დაიწყება, მაგრამ დღეს ჩვენ შეგვიძლია, მშვიდად განვიხილოთ იგივე საკითხები, თუმცა არაოფიციალურად“, – განუცხადა პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა მიულოცა ნარენდრა მოდის ხელახალი არჩევა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი დარენდრა მოდი მოსკოვში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

ასევე იხილეთ