left_sabechdi

„ვესტ ჰემს“ კონკურენციას „ნიუკასლი“, „დორტმუნდი“, „ნაპოლი“ და ფრანგული კლუბები უწევენ

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის ირგვლივ მოვლენები სწრაფად იცვლება და ახალი ინფორმაციები ვრცელდება. Football Insider-ის მიერ გავრცელებული ცნობებით, საქართველოს ნაკრების ფორვარდის შეძენით კვლავინდებურად არის დაინტერესებული „ვესტ ჰემი“.

„სხვადასხვა წყაროებმა Football Insider-ს განუცხადეს, რომ ტიმ სტეიდტენის („ვესტ ჰემის“ სპორტული დირექტორი, ადრე მუშაობდა „ვერდერსა“ და „ლევერკუზენში“) სკაუტების გუნდი გამალებით მუშაობს, რათა ლონდონურ კლუბში ხულენლოპეტეგის (მადრიდის „რეალის“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, 2020 წელს „სევილიამ“ მისი ხელმძღვანელობით ევროპის ლიგა მოიგო) დანიშვნის შემდეგ ახალი ფორვარდი მიიყვანოს.

მათი ერთ-ერთი სამიზნე „მეცის“ 23 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა, რომელმაც გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლბაში ითამაშა, სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც საქართველოს ნაკრებს სადებიუტო ევროზე მერვედფინალში გასვლაში დაეხმარა.

„ვესტ ჰემმა“ „მეცს“ შეთავაზება გაუგზავნა, მაგრამ დიდი კონკურენცია ელის. თავდამსხმელის შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მათ შორის, „ნიუკასლი“, „დორტმუნდი“, „ნაპოლი“, „მონაკო“, „ლიონი“ და „მარსელი“. „მეცი“ ტრანსფერის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში „მეცის“ შემადგენლობაში 22 მატჩში 13 გოლი გაიტანა“, – წერს ინგლისური გამოცემა.

ასევე იხილეთ