left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი “ნაცმოძრაობის” ყრილობაზე: სიმართლე გითხრათ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან სხვა ტიპის სიახლეებს ველოდებოდი

“სიმართლე გითხრათ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან სხვა ტიპის სიახლეებს ველოდებოდი. აქ არაფერი სიახლე არ ყოფილა”, – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალი პლატფორმის პრეზენტაცია.

„ქალბატონი კორძაია, ახვლედიანი და ჯაფარიძე რომ ისედაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ, ეს არანაირი სიურპრიზი არ არის. აქედან გამომდინარე, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, მოდით ასე ვთქვათ. საუბარია,  რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება, თუმცა აბსოლუტურად საპირისპირო ხდება. დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს შანსები ნულზე ქვემოთ არის ჩასული“, – მიიჩნევს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა – „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს. ასევე, პარტიის ყრილობაზე წარადგინეს ახალი სახეები – ყოფილ მმართველ ძალას შეუერთდნენ თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე.

 

ასევე იხილეთ