leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა ესეც მოახერხა – პატრიარქს თავს დაესხა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატრიარქისა და ეკლესიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სიბინძრე უწოდა.

„მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას კომენტარი არ სჭირდება. რა იყო ის, რაც ქალბატონ სალომეს დღემდე არ უკადრია?“ ერთადერთი ეს იყო პატრიარქის მიმართ მძიმე შეურაცხყოფა, თავდასხმა ეკლესიასა და პატრიარქზე – დღეს ესეც მოახერხა. მას შეეცვალა საერთოდ აზროვნება, მართლა ასე ფიქრობს თუ ვიღაც ავალებს არ ვიცი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ ქალბატონმა სალომემ ესეც მოახერხა – პატრიარქს თავს დაესხა და ცოცხალ ადამიანზე, რომელმაც ძალიან დიდი ხანი უნდა იცოცხლოს და ჯანმრთელობა უნდა ვუსურვოთ, ლაპარაკობს მის შემცვლელზე, მის სისუსტეზე და მინიშნების კონტექსტში პროევროპულ და რუსულ განწყობებზე მარტისა საპატრიარქოში. სად დადგა ეს დღის წესრიგში?! რა პროევროპული მართვა?! მგონია, რომ რბილი ნათქვამიც კია სიბინძურე თუ ამ კომენტარს დავარქმევთ ამ ტერმინს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ