leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: თუ ვინმეს უნდა მოდერნიზაციის სიმბოლოდ შემოასაღონ სააკაშვილი საზოგადოებას, ეს ვერ მოხდება, რადგან სააკაშვილი არის მკვლელობა, უფლებების შეზღუდვა, ღირსების აყრა, ტელევიზიებში შევარდნა

 

“მიხეილ სააკაშვილთან გაჩენილი ყველა ჩანაწერი ლობიზმის დამსახურებაა და იმ მილიონების, რომელიც გამოჩნდა FARA-ს, ამერიკაში მოქმედი ვითომ „რუსული კანონის“ შესაბამისად გამოქვეყნებულ დოკუმენტებში,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თუ ვინმეს უნდა მოდერნიზაციის სიმბოლოდ შემოასაღონ სააკაშვილი საზოგადოებას, ეს ვერ მოხდება, რადგან სააკაშვილი არის მკვლელობა, უფლებების შეზღუდვა, ღირსების აყრა, გაუპატიურება, ბიზნესის დარეკეტა, ტელევიზიებში შევარდნა. როდესაც ასეთი ადამიანი ხდება ვიღაცის დაცვის ობიექტი და რეზოლუციებში ხვდება, ეს ვერ იქნება ობიექტური. ეს არის სუბიექტური“, -აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ