left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი 30 მილიონი ევროს გაყინვაზე: მუქარები ჩვენზე არ ჭრის

“საქართველო არის პირნათელი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ევროკავშირის სტრუქტურებთან, თორემ ამას თვითონ წამოწევდნენ, პირველ რიგში”,  – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითაც იგი გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც გეგმავდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის.

„რაც შეეხება ამ განცხადებას, ვიმეორებ, ჩვენ მუქარებით ვერავინ მოგვერევა და მუქარები ჩვენზე არ ჭრის. ერთადერთი, რაც ჩვენზე ჭრის, ეს არის მეგობრული, დიპლომატიური, პარტნიორული ენა.

გამომდინარე აქედან, ჩვენი მოწოდება, რომ დონორებმა შეწყვიტონ რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის დაფინანსება, პასუხად მივიღეთ ის, რომ ნაცვლად იმისა, რომ დაეხმარონ საქართველოს, სახელმწიფოს, მათ შორის, თავდაცვისუნარიანობის კუთხით, ამის ნაცვლად თურმე ფულს ჩადებენ რადიკალურ არასამთავრობო სექტორში, რომელიც კოქტეილებს ესვრის პოლიციას.

საზოგადოებამ განსაჯოს ეს მეგობრული და პარტნიორული ჟესტია თუ მუქარაა და აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ