top_leaderboard
left_sabechdi

ბექა დავითულიანი: სამწუხაროა, რომ ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს აკლებს თანხებს და ამ თანხის გადასროლა ხდება სამოქალაქო სექტორის ბიუჯეტში, ეს დასავლურ ინტერესებსაც აზიანებს

„ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. სამწუხაროა, რომ თავდაცვის ბიუჯეტს აკლებენ და თანხების სამოქალაქო სექტორის ბიუჯეტში გადასროლა მოხდება”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც გეგმავდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის.

„ამის საბაბად სახელდება კანონი, რომელიც მიღებულია. ვინმე თუ ფიქრობს, რომ ამით მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აზიანებენ, ასე არ არის, ეს აზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ დასავლურ ინტერესებსაც, რომლისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი წერტილია გეოპოლიტიკურ რუკაზე“, – აღნიშნა დავითულიანმა.

ასევე იხილეთ