მამუკა მდინარაძე: ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის პროპაგანდის ის მიმართულება, კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გამოხატული პროპაგანდის იმ მიმართულებაში, რომელიც ჩვენ შვილებზე მავნე ზეგავლენას ახდენს
“ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის პროპაგანდის ის მიმართულება, კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გამოხატული პროპაგანდის იმ მიმართულებაში, რომელიც ჩვენ შვილებზე ახდენს მავნე ზეგავლენას,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა შემთხვევაში გაამზადებენ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.
„ჩვენ ყველა შემთხვევაში გავამზადებთ ამ ინიციატივას, რადგან არ არსებობს სხვა შანსი, რომ ჩვენი მომავალი თაობები დავიცვათ ამ იდეოლოგიის მავნე ზეგავლენისგან. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის პროპაგანდის ის მიმართულება, კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გამოხატული პროპაგანდის იმ მიმართულებაში, რომელიც ჩვენ შვილებზე ახდენს მავნე ზეგავლენას. ამიტომ არის, რომ „ნაცმოძრაობის“ არხის წარმომადგენელი ასეთი აგრესიულია ამ თემის დაანონსებასთან მიმართებაში. ჩვენ ხომ არ მოგვიმზადებია კანონ-პროექტი და ისე არ წარვმდგარვართ საზოგადოების წინაშე? პირიქით, ჩვენ ვთავაზობთ ყველას, უფლებების დაცვის ნაწილში კიდევ უფრო რომ გავაძლიეროთ მათი, ნებისმიერი უმცირესობების უფლებების დაცვა და ამავდროულად საზოგადოება პროპაგანდისგან დავაზღვიოთ, რა ნორმები გნებავთ, ჩაერთონ ამის შემუშავებაში. შესაძლოა მწვავე განხილვაც იყოს, მაგრამ ამისთვის მზად ვართ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.