top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ზაზა გოგავას ქვეყნის ერთგულ და პატრიოტ ადამიანად ვიცნობ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მისი წამოსვლა ნიშნავს, რომ შუბლზე ძარღვი ბოლომდე ვერ გაუწყვიტეს

„დავით კეზერაშვილს, ალბათ, რაღაც ინტერესი აქვს, რომ თავისი ცოლისძმა „ნაცმოძრაობიდან“ გაიყვანა და სხვა პოზიციაზე გადაიყვანა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაცია ზაზა გოგავამ დატოვა, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ „როგორც ჩანს, ზაზა გოგავას შუბლზე ძარღვი ბოლომდე ვერ გაუწყვიტეს“.

„დავით კეზერაშვილს, ალბათ, რაღაც ინტერესი აქვს, რომ თავისი ცოლისძმა „ნაცმოძრაობიდან“ გაიყვანა და სხვა პოზიციაზე გადაიყვანა. ზაზა გოგავას ვიცნობ, როგორც ქვეყნის ერთგულ და პატრიოტ ადამიანს, ორგანიზაციის სათავეში დღეს თუ არ არის, უნდა ვიკითხოთ, იქ როგორ მოხვდა და საკუთარი ყოფილი ავტორიტეტი ისე როგორ გაწირა და გაანიავა, რომ იმ ადამიანების გვერდით მოხვდა, რომელთაც სისხლიც დაღვარეს და ტერიტორიებიც დაკარგეს. იქ როგორ მოხვდა, ეს არის საკითხავი, თორემ სოფო ჯაფარიძე მიხეილ საააკშვილის ფავორიტია, მთელ საქართველოს კბილები დააძრო, ვისაც პროტეზი ჰქონდა და ხალხს ჰოლივუდურ ღიმილს დაჰპირდა. ეტყობა, ზუსტად ასეთი ადამიანი სჭირდებათ. როგორც ჩანს, ზაზა გოგავასაც შუბლზე ძარღვი ბოლომდე ვერ გაუწყვიტეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ