leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე „ისფედზე: გამყალბებელი ორგანიზაცია დაკავებულია რეალობის გაყალბებით, როდესაც წინასწარ უნდათ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენონ

“საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო ის კანონმდებლობა და ის მექანიზმები, რომლებიც აბსოლუტურად გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას სჭირდება, ცესკო ასე იქცევა, მაგრამ „ისფედი“, გამყალბებელი ორგანიზაცია დაკავებულია რეალობის გაყალბებით, როდესაც წინასწარ უნდათ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენონ,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო, აღმოჩნდა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ენჯეოს სექტორის წარმომადგენლებს გაეყალბებინათ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები.

როდესაც დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით ჩატარდა საქართველოში არჩევნები, მოხდა ის ისტორიული უპრეცედენტობა, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბა ამ ორგანიზაციამ და მისი ხელმძღვანელი დღესაც ამ ორგანიზაციის ქუდის ქვეშ მუშაობს და ამ მიმართულებით მას არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია. ეს რომ ერთ ადამიანს გადააბრალეს ეს ასე კი არ იყო, ეს იყო ორგანიზაციის პრობლემა. დღეს კი ცდილობენ, რომ შეცდომა დაარქვან – ასეთი შეცდომები არ ხდება. თვეების განმავლობაში რომ არ გაამხელენ ელემენტარულ საკითხს, ეს არის გაყალბება. მათ გააყალბეს საქართველოში არეულობის მოსაწყობად პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. ეს უმძიმესი ცოდვა ადევს ორგანიზაციას, რომელიც ახლა თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს და მის ლეგიტიმურობაზე იზრუნოს, იმსჯელოს და აკრიტიკოს საქართველოს ხელისუფლება როგორ ატარებს არჩევნებს ან ცესკო როგორ ატარებს არჩევნებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ