„ახალი“-ს, „დროა“-ს და „გირჩი-მეტი თავისუფლება“-ს ახალშექმნილ პოლიტიკურ ალიანსს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მოლაპარაკებები იყო ძალიან რთული, დაძაბული, დამღლელი და დამქანცველიო!
***
აბა, კაცო, რთული იქნებოდა, ეგეთი გრანდიოზული რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების გაერთიანებას ეხუმრებით?
ძველ, ანუ ხანდაზმულ თაღლითებს უარი უთქვამთ, ჩვენ ქარაქუცა თაღლითებთან არ ვთანამშრომლობთ, უფრო მსხვილი თაღლითები გვაინტერესებსო, სხვანაირად ოლიგარქს ვერ დავამარცხებთო.
თაღლით გახარიასაც უარი უთქვამს ამათთან თანამშრომლობაზე, ჩვენ იმოდონა რეიტინგი გვაქვს, უთქვენოდაც გავქაჩავთ, ტყუილად ვერ წამოგიკიდებთ ზურგზეო.
როგორც ჩანს, გახარია-ხაზარაძის ერთობის პერსპექტივამაც ჩაილურის წყალი დალია, ეს ორი „გრანდი“ ერთად რომ ვერ მოძოვდა, ეგ თავიდანვე ვიცოდით.
***
ასე შექმნა ოთხმა დაცენტრილმა კიდევ ერთი პოლიტიკური ცენტრი. ეს მერამდენე ცენტრია, ჯერ არ ვიცით, არჩევნებამდე ბევრი იქნება.
და ამათ, ამ უბედურებს აქვთ იმედი, რომ 5%-იან ბარიერს გადალახავენ?
თქვენ გჯერათ?
მე არ მჯერა და ასეც იქნება, ესენი 26 ოქტომბერს ქართველი ხალხისგან მიიღებენ სამი თითის კომბინაციას.
ჰმ… პოლიტიკური ცენტრიო… ცენტრი არა, შაშა, კოლა და თემურ ჭყონია კიდე!
***
არა, მოლაპარაკებები იყო ძალიან რთული, დაძაბული და დამქანცველიო, გამოაცხადეს ტელევიზორში და მე ეგრევე გამახსენდა კონფერენცია, რომელიც 1943 წელს თეირანში გაიმართა. როგორ გითხრათ, ის მოლაპარაკება ამ მოლაპარაკებაზე რთული არ იყო, მაგრამ შორსაც აღარ წაუვიდოდა.
ვერაფერს ვიზამთ, რთულია პოლიტიკა და პოლიტიკოსობა… აპა, არა?!“ – წერს გელა ზედელაშვილი.