მამუკა მდინარაძე: თუ სალომე ზურაბიშვილი რეიტინგი სააკაშვილის რეიტინგზე მაღალი იქნება, არ შეაწყალებინებენ, რადგან ის იქნება აქტორი, ხოლო თუ სააკაშვილის რეიტინგი გაასწრებს ზურაბიშვილის რეიტინგს, მაშინ შეაწყალებინებენ
“ვარაუდებს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ერთია, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი რეიტინგი სააკაშვილის რეიტინგზე მაღალი იქნება, არ შეაწყალებინებენ, რადგან ის იქნება აქტორი, ხოლო თუ სააკაშვილის რეიტინგი გაასწრებს ზურაბიშვილის რეიტინგს, მაშინ შეაწყალებინებენ, რადგან სააკაშვილი უფრო გამოადგებათ წინარევოლუციურ პროცესებს, როგორც ეს მისმა თანაგუნდელმა თქვა, რასაც ვერ ეღირსებიან,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილის გზავნილები არის ის, რომ საქართველო არ იმსახურებს და არც წარსულში იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მისი გზავნილები არ არის საქართველოსკენ, მისი გზავნილები არის საქართველოს საწინააღმდეგოდ. სალომე ზურაბიშვილის ყველა მესიჯი დაგვირგვინდა პატრიარქზე თავდასხმით – ეს არის ნაცმოძრაობის ხელწერა“, – აღნიშნა მდინარაძემ.