left_sabechdi

დავით ჩიხელიძე პარტიების „დროა“, „ახალი“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ გაერთიანებაზე: ამ გაერთიანებას პოლიტიკურ სივრცეში რაიმე ძვრების გამოწვევა და ხელშესახები შედეგის დადება არ შეუძლია

„არც ერთი იყო ახალი, არც მეორე დროა და არც მესამე გირჩი, ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, როგორც ჩანს ახლა გაერთიანების დრო მოვიდა, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ ყოფილი ნაცი არ არსებობს“ – ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ჩიხელიძე პარტიების „ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ გაერთიანებას.

მისი შეფასებით ამ გაერთიანებას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რაიმე ძვრების გამოწვევა და ხელშესახები შედეგის დადება არ შეუძლია,

„არც ერთი იყო ახალი, არც მეორე დროა და არც მესამე გირჩი, ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, რომლებიც ბედის უკუღმართობამ თუ პოლიტიკურმა გათვლებმა სხვადასხვა პარტიაში გადაანაწილა, როგორც ჩანს, ახლა გაერთიანების დრო მოვიდა, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ ყოფილი ნაცი არ არსებობს.

გვარამია ჯაფარიძე ხოშტარიას გაერთიანებისგან ახალს არაფერს ველოდები, ამ გაერთიანებას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რაიმე ძვრების გამოწვევა და ხელშესახები შედეგის დადება არ შეუძლია, ეს არის ე.წ. მკვდარშობილი გაერთიანება, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს“- წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ