leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: მაშინ, როდესაც ყველა კრიტერიუმით გაცილებით წინ ვიყავით  იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისაც სტატუსი მისცეს, საქართველო დაჩაგრეს, რადგან მათთვის საქართველოს ხელისუფლება არის მიუღებელი 

„ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის არ მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი გამოიყენოს თავისი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს, სამწუხაროდ, ხდება უკრაინაში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  განაცხადა მედიის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დახმარების შეჩერებას ეხებოდა.

„არავის ვუსურვებდი იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომელშიც დღეს უკრაინა იმყოფება. არავის, ვინც არ უნდა იყოს, არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოაწყოს მეორე ფრონტი, ქვეყანა ჩაერთოს სანქციებში, ამან გამოიწვიოს ეკონომიკური კრიზისი და მძიმე მდგომარეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერი ევროპაში მიღებულ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების მიუღებლობას უკავშირებს.

„განცხადებებში, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, არაფერი სიახლე არ არის. ეს არის იმ ყველაფრის გაგრძელება, რაზეც ვსაუბრობთ. აქ ძალიან მარტივად არის საქმე. ჯერ კანდიდატის სტატუსის თემასთან დაკავშირებით, პირდაპირ იყო მოწოდებები, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მაშინ, როდესაც ყველა მონაცემით, ყველა კრიტერიუმით გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისაც სტატუსი მისცეს და საქართველო დაჩაგრეს, თუმცა ესეც ცხადია საზოგადოებისთვის, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი. მათთვის საქართველოს ხელისუფლება არის მიუღებელი, იმიტომ, რომ ჩვენ არავის ვაძლევთ შესაძლებლობას, საქართველოს ინტერესები ბოროტად იქნას გამოყენებული, ქვეყანაში იყოს მეორე ფრონტი, დაპირისპირება და ის უბედურება, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია. ამის შესაძლებლობას არ მივცემთ არავის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ