top_leaderboard
left_sabechdi

თამთა მეგრელიშვილი გვარამია-მელიას და ხოშტარია-ჯაფარიძის ალიანსზე: ამ უძალო ძალაში ახალი არაფერია, მოღალატეობრივი პოლიტიკის გამტარია ყველა ცალ-ცალკე და ყველა ერთად!

„მინიმუმ პოლიტიკური უხერხულობაა ნაც ჯალათისა და მასზე არანაკლები პოლიტიკური არამზადების ერთობა. ამ უძალო ძალაში ახალი არაფერია, არც სახეები და არც პოლიტიკური მოქმედების სტრატეგია”, – ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ახალ გაერთიანებას.

მისი თქმით, პარტიების „ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ გაერთიანება „უძალო ძალას“ წარმოადგენს და მასში ახალი არაფერია.

მეგრელიშვილის შეფასებით, ალიანსში შემავალი ყველა სუბიექტი მოღალატეობრივი პოლიტიკის გამტარია.

„მინიმუმ პოლიტიკური უხერხულობაა ნაც ჯალათისა და მასზე არანაკლები პოლიტიკური არამზადების ერთობა. ამ უძალო ძალაში ახალი არაფერია, არც სახეები და არც პოლიტიკური მოქმედების სტრატეგია. ანტიქართული ხელწერა აქვს ფოტოზე წარმოდგენილ სამივე პირს და მოღალატეობრივი პოლიტიკის გამტარია ყველა ცალ-ცალკე და ყველა ერთად! ეს არის პოლიტიკური ალიანსი ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურად დასაძირად, ერთის მკვეთრი რუსული ხელწერით, მეორეს ქართულზე გაცვლილი ამერიკული აქცენტით და მესამეს დაბოლილი იდეებით,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქზე.

ასევე იხილეთ